Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" აქტივისტებს: კობა ჯაბუას და ნინო ყურუას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

09-06-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ

2012 წლის 9 ივნისს  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ "ქართული ოცნების" აქტივისტებს კობა ჯაბუას და ნინო ყურუას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გამოძიების მასალების მიხედვით "ქართული ოცნების"აქტივისტებს ბრალი ედებათ, რომ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, ქართული ოცნების პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ ფულისა და სხვა უპირეტესობების მიღებას. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ბრალად წარდგენილი ქმედების გათვალისწინებით მათ გირაო 3000-3000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია