Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

14-06-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2012 წლის 14 ივნისის განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული იზოლდა სიჭინავა უდანაშაულოდ ცნო. გამოძიება მას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის (უნომრო სასაქონლო ზედნადების) დამზადებასა და გასაღებაში ედავებოდა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით. სასამართლო განხილვების დროს დადგინდა, რომ ი. სიჭინავა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით არ წარმოადგენდა მოცემული დანაშაულის სუბიექტს. შედეგად,  სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებული გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია