Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21-05-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2014 წლის 21 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და სასწავლო უნივერსიტეტ გელათს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ თემურ გოგოხიამ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ბუიღლიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება სტუდენტთა სასამართლოსთან ურთიეთობის გზით, მათი პროფესიული დაოსტატება,   განვითარება და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება.

უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიზანს კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. სტუდენტებისათვის სასამართლო სისტემის გაცნობა, მათი ინფორმირება მოქმედი კანონმდებლობისა და სამართლებრივი საკითხების თაობაზე, ხელს შეუწყობს მომავალი იურსიტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია