Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

04-06-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის №2 და №30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. პროგრამის მიზანია მოზარდები იყვნენ ინფორმირებულები ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები, დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. ასევე უყურეს ვიდეორგოლს ,,ვინ არის მოსამართლე’’.  შეხვედრის დასრულებისას გადაეცათ ბროშურა ,,ბავშვი და სამართალი’’.  მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცმებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია