Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესები გაიმართა

10-06-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესები გაიმართა
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი ოლიმპიადა -„ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ოთხი იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
ოლიმპიადის მიზანს სტუდენტებს შორის არჩევნების და საარჩევნო სამართლის პოპულარიზაცია, აღნიშნულ სფეროში ცოდნის გაღრმავება; დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლება და საარჩევნო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობა წარმოადგენდა. 
ღონისძიების დასასრულს ჟიურიმ, რომლის წევრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებიც იყვნენ, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სტუდენტებს იურიდიული ლიტერატურა და სერთიფიკატები გადასცა.
 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია