Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართული კონკურსის შესახებ

17-09-2014
ინფორმაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართული კონკურსის შესახებ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ გამოცხადებული იქნა კონკურსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებულ შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პირადი მდივანი - 01 ადგილი; 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის უფროსი - 01 ადგილი; 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატური - 01 ადგილი; მითითებულ ვაკანსიებზე განცხადებების მიღება წარმოებდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის მეშვეობით 2014 წლის 11 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით. ხსენებულ პერიოდში სამივე ვაკანსიაზე შემოტანილი იქნა 162 განცხადება. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, რომელიც მოიცავდა განცხადებების გადარჩევის და გასაუბრების ეტაპს. აპლიკანტებს კონკურსის ეტაპების და შედეგების შესახებ ეცნობათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.  საკონკურსო საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებებს იღებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში 2014 წლის 12 სექტემბერს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნა საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ წარდგენილი შემდეგი კანდიდატები: 1. სოფიო ახობაძე -  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პირადი მდივნის ვაკანსიაზე; 2. ზაალი ლომთაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის ვაკანსიაზე; 3. ჯვებე ნაჭყებია - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია