Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები განაახლა

27-10-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები განაახლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ქუთაისის №40 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უპასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების სტრუქტურას, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. გაეცვნენ ვიდეორგოლებს სასამართოების შესახებ. დაათვალიერეს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზი. დასასრულს მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო კვლავ გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია