Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა

05-03-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა

სასამართლო სისტემის ინიციატივით მესამე წელია ტარდება გამოკითხვები, რომელთა მიზანი სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრაა. შესაბამისი მოსამზადებელი სემინარი სასამართლოს ხელმძღვანელი პირებისათვის მართლმსაჯულების ევროპული კომისიის ეგიდით თებერვლის თვეშიც ჩატარდა. ამჯერად კვლევის შედეგებს ქუთაისის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.


2012 წლის 5 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში კვლევის რამდენიმე თემაა მითითებული. შედეგები კი ასე გამოიყურება: გამოკითხული 329 პირიდან 74% სასამართლოს  სრულად, 18% კი ნაწილობრივ  ენდობა. სასამართლოს შენობა მოსახერხებელი და კომფორტული აღმოჩნდა 87%-სათვის. მოსამართლის მიერ საკუთარი  გადაწყვეტილების განმარტება დაადასტურა და მოიწონა  44%-მა, 53 %-მა კი აღნიშნა, რომ მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა.

შეკითხვაზე - დროულად მოხდა თუ არა საქმის გადაწყვეტა, 70%-მა სრულად , 26 %-მა კი ნაწილობრივ  დადებითი პასუხი გასცა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სასამართლოს თანამშრომელთა თავაზიანობის დონის შეფასებას აქვს. გამოკითხულთა 97 %-მა დაადასტურა, რომ სასამართლოს თანამშრომლები მათ მიმართ თავაზიანობას იჩენდნენ.  2,76%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.  სასამართლოში მიღებული ინფორმაცია ცხადი და გასაგები აღმოჩნდა 85%-სთვის. 


სასამართლო მომხმარებელთა კვლევები გრძელდება და იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად მოიაზრება  სასამართლო სისტემასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია