Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს

23-12-2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს

2014 წლის 18 დეკემბერს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მეორე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ. ჩ-ს ბრალი ედებოდა რომ მან ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 29 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა მეშვიდე ჩიხი №5-ში მდებარე, რესტორან "ბასტილია"-ში ნ. ჩ-ს შელაპარაკება მოუვიდა რ. კ-სთან და გ. ყ-სთან. ნ. ჩ დანის გამოყენებით შეეცადა მათი სიცოცხლის მოსპობას, კერძოდ ნ. კ-ს მიაყენა შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, ხოლო გ.ყ-ს შემავალი ჭრილობა მუცლის არეში.

სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის და მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდგომ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღო. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია