Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

06-03-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და სასამართლოს მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე რეფორმებს და მომავალ გეგმებს მოსამართლეები მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრისას მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. მსგავს შეხვედრებს სისტემატიური სახე მიეცემა და იგი ქალაქის თითქმის ყველა სკოლას მოიცავს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია