Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

24-04-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეს და მენეჯერს. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას. მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცვნენ კომპიუტერულ თამაშს "სასამართლო", ასევე ვიდეორგოლებს - "სასამართლო გზამკვლევი" და "ვინ არის მოსამართლე", დასასრულს კი მათ დაურიგდათ ბროშურა "ბავშვი და სამართალი". ისინი კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია