Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა მოსწავლეებთან

20-03-2015
შეხვედრა მოსწავლეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატმა სასამართლომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.  მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზი, მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია