Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

06-04-2015
იმიტირებული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

2015 წლის 4 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მხარდაჭერით, ამავე სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალთან თანამშრომლობის შედეგად, სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსწავლეებმა  გაინაწილეს მოსამართლის, პროკურორების, ადვოკატების და ბრალდებულის როლები.  ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები, გაეცნენ მტკიცებულებებს, იმსჯელეს და გამოიტანეს შესაბამისი ვერდიქტი. ქუთაისის საქალაქო სასამართლო მსგავსი ტიპის სოციალური ღონისძიებების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მომავალი თაობის ინფორმირებას აქტუალური სამართლებრივი ინსტიტუტების შესახებ და მათი სწორი ხედვების ჩამოყალიბებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია