Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებული კონკურსის შესახებ

25-05-2015
ინფორმაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებული კონკურსის შესახებ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ გამოცხადებული იქნა კონკურსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებულ შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი - 02 ადგილი; 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების საკითხებში - 01 ადგილი; 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატური - 02 ადგილი; 4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი - 01 ადგილი; 5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი - 01 ადგილი; მითითებულ ვაკანსიებზე განცხადებების მიღება წარმოებდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 22 აპრილიდან 02 მაისის ჩათვლით. ხსენებულ პერიოდში შვიდივე ვაკანსიაზე შემოტანილი იქნა 214 განცხადება. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, რომელიც მოიცავდა განცხადებების გადარჩევის და გასაუბრების ეტაპს. აპლიკანტებს კონკურსის ეტაპების და შედეგების შესახებ ეცნობათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.  საკონკურსო საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებებს იღებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში 2015 წლის 14 მაისს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარედგინა: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ორ ვაკანსიაზე - ანა გაბრიჭიძე და სოფიო ბრეგვაძე; 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის ერთ ვაკანსიაზე - გიორგი ესაძე; 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ვაკანსიაზე - სოფიკო ჩაგუნავა; 4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ვაკანსიაზე - თინათინ ციცქიშვილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის ერთ ვაკანსიაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსი ჩაიშალა, ვინაიდან საკონკურსო საატესტაციო კომისიამ არცერთ კანდიტს არ გაუწია რეკომენდაცია.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია