Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული პროცესი გაიმართა

10-12-2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2012 წლის 08 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, რა დროსაც მათ გაინაწილეს მოსამართლის, პროკურორების, ადვოკატების და ბრალდებულის როლები.  ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები, გაეცნენ მტკიცებულებებს, იმსჯელეს და გამოიტანეს შესაბამისი ვერდიქტი. მსგავსი ღონისძიებების მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, მათში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ახალი სასამართლო სისტემის განვითარება, სადაც გადაწყვეტილებას თავად საზოგადოება იღებს. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და სტუდენტებმა იმიტირებული პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია