Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლო კონკურსს აცხადებს

06-11-2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლო კონკურსს აცხადებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის, აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის, სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის, მანდატურის სამსახურის მანდატურის, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 19 ნოემბერი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ , "ქუთაისის საქალაქო სასამართლო".

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია