ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისს, 12 აგვისტოს და 19 ნოემბერს სარჩელით მომართეს შპს ,,ქუთექსის“ თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, მოპასუხე შპს ,,ქუთექსის“ მიმართ.
აღნიშნულ სარჩელებზე მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2019 წლის 26 ივლისს შემოსულ სარჩელზე, ხოლო მოსამზადებელი სხდომა ჩანიშნულ იქნა 2019 წლის 04 ნოემბერს. სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა, თუმცა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი. აღნიშნული სხდომა გადაიდო და მოსარჩელე მხარეს დაევალა მოპასუხისთვის დაზუსტებული სარჩელის ჩაბარება.
2019 წლის 26 ივლისის, 12 აგვისტოს და 19 ნოემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელების მოპასუხე მხარეზე ჩაბარება დღემდე ვერ ხერხდება, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა განჩინებები შსს ტერიტორიული ორგანოსთვის - მოპასუხე მხარეზე სარჩელის ჩაბარების დავალების შესახებ.
|