Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მეუღლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

20-02-2020
მეუღლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

 

2020 წლის 20 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა 2020 წლის 18 თებერვალს ქ.სამტრედიაში მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ ..- მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.


დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ..- ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.


ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.


ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.


საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2020 წლის 08 აპრილს, 14:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია