Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

17-09-2020
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, 2020 წლის 16 სექტემბერს მიღებულ იქნა ბრძანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბაღდათის წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბერს შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ:
  1. 1. ქუთაისის საქალაქო, წყალტუბოს, ბაღდათისა და ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლოებმა უზრუნველყონ:

    1. ა) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

    2. ბ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

    3. გ) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

    4. დ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 20 ერთეულამდე შეზღუდვა.

    5. ე) სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.

    6. ვ) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე, სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;

     

  2. 2. ქუთაისის საქალაქო, წყალტუბოს, ბაღდათისა და ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლოებმა იხელმძღვანელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების დანართი №1-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებული რეკომენდაციებით.

  3. 3. შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება. 2-მეტრიანი დისტანციის დათქმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გავრცელდეს შესაბამისი სხდომის დარბაზის ტევადობის გათვალისწინებით.

  4. 4. სასამართლოს შენობაში შესვლისას მოხდეს მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება; განხორციელდეს სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა და მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 5. სასამართლოს შენობაში, მათ შორის სხდომის დარბაზში, ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

  6. 6. მოქალაქეთა მისაღებში არსებულ სამუშაო მაგიდებზე უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერების მოწყობა ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლების უზრუნველყოფა სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით; დისტანციის დაცვის მიზნით მოხდეს პირობითი ნიშნების განთავსება (იატაკზე შესაბამისი სტიკერების, ნახაზების სახით და ა.შ.).

  7. 7. მოქალაქეებმა სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით, შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები..

  8. 8. მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე; სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა მომსახურების საფასურის გარეშე.

  9. 9. სასამართლოს შენობაში:
    • ა) თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
    • ბ) შესასვლელთან განთავსდეს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
    • გ) სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები, ასევე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი.
  10. 10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

  11. 11. დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენჯერთან შეთანხმებით, გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. სხვა დაქასმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

  12. 12. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად.

  13. 13. აღნიშნული რეკომენდაცია მოქმედებს მის გაუქმებამდე.

  14. 14. 2020 წლის 16 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 08 ივნისის №103 ბრძანება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია