Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ პროცესში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

01-07-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ პროცესში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

2013 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესში მონაწილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს დახმარება გაუწიეს ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურომ. დასასრულს ჟიურის მიერ გამოვლენილი იქნა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. ასევე მადლობის წერილი გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტუდენტური თვითმმართველობისაგან, მსგავსი ტიპის პროექტების ხელშეწყობისათვის.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია