Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

01-07-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით ბრალდებული გიორგი გელენიძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. გამოძიება მას მოხელის მიერ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავებოდა. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გელენიძემ ლევან ბობოხიძისათვის მატერიალური გამორჩენის მისაღებად და ავტომობილის საბაზრო ღირებულების დადგენის გარეშე მოახდინა, 9800 ლარად ღირებული CHARY A5-ის მარკის მსუბუქი ავტომობილის, 20 000 ლარის ღირებულებით ჩაბარება. საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია