Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გივი არაბიძე და ზესტაფონის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

09-07-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყოფილი      გამგებელი გივი არაბიძე და ზესტაფონის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი   კახა გეწაძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, ბრალდებულები კახა გეწაძე და გივი არაბიძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი. გამოძიება კახა გეწაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზებაში, ხოლო გივი არაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავებოდა. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გივი არაბიძემ იმ დროისათვის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატის კახა გეწაძის ახლობლის, ფილიმონ ღაღანიძისათვის უპირატესობის მისაღებად, სახელმწიფო შესყიდვების წესის განხორციელების დებულების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეასრულა კახა გეწაძის დავალება და 2010 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათზე არ დააფიქსირა დასრულებულად სატენდერო წინადადებების მიღება, დაგვიანებით მიიღო ფილიმონ ღაღანიძის განაცხადი, რითაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელს, მონაწილეობა მიეღო ტენდერში შპს ,,ბახტურიძე და კომპანია’’-ს სახელით, ამის შედეგად ფილიმონ ღაღანიძემ კონკურენტ კომპანიასთან გამართულ ვაჭრობაში გაიმარჯვა ორ ლოტში და გაუფორმდა ხელშეკრულება. საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია