Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

25-10-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

2013 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ბესიკ - მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ . თერჯოლაში ურთიერთ შელაპარაკების დროს, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით განიზრახა ორი პირის რეზო - და გიორგი - მოკვლა, რა მიზნითაც მათ მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რის შედეგადაც რეზო . გარდაიცვალა, ხოლო გიორგი . სიკვდილს გადაურჩა ბესიკ -გან დამოუკიდებელი მიზეზების გამო - დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შერჩეული იქნა 12 ნაფიცი მსაჯული და ორი სათადარიგო მსაჯული, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.

 

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია