Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები პატრიარქს შეხვდნენ

11-11-2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები პატრიარქს შეხვდნენ

2013 წლის 08 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს და სასამართლო ხელისუფლებას. მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ პატრიარქის ავტოგრაფით გაფორმებული წმინდა წიგნი ,,ბიბლია’’ და საგალობლების აუდიო კრებული. შეხვედრის დასრულებისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა პატრიარქთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მადლიერება გამოხატეს ამ ღირსშესანიშნავი დღის მოწყობისა და გულთბილი მასპინძლობისათვის.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია