Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლო მსჯავრი განსაკუთრებით სასტიკი დანაშაულისთვის

28-05-2010

"სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება - ადამიანის მკვლელობა, მისი კიდურიდან მეტალის ამოღების და შემდგომში მისი რეალიზაციის გზით თანხის მიღების მიზნით, უაღრესად დიდი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია და უკიდურესად ამორალურია, ხოლო მისი ჩამდენი მეტად სახიფათოა საზოგადოებისთვის," - ამ მოტივით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 26 წლის განსასჯელს შ. ლ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალებისა და საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით დადგენილია, რომ შ.ლ.-მ 2010 წლის 2 მარტს ქუთაისში, თავის საცხოვრებელ სახლში ანგარების მოტივით დაიბარა მეგობარი შ. რ. მსჯავრდებულს ჰქონდა დანაშაულებრივი განზრახვა, დაუფლებოდა მეგობრის ფეხში არსებულ ძვირფას ლითონს -პლატინას. მან მსხვერპლს თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც შ. რ. ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელმა დანის გამოყენებით სიგრძივად გაჭრა მოკლულის მარცხენა ფეხი, ძვალზე დამაგრებული უცხო მეტალი პლატინად აღიქვა და მისი დაუფლება გადაწყვიტა. ამ მიზნით მან შ. რ.-ს ცხედარს მარცხენა ქვედა კიდური მოაჭრა, წაიღო და გადამალა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, მიტოვებული სახლის სასიმინდეში.

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელმა ინფორმაცია მეგობრის ფეხში ჩასმული პლატინის ძვირადღირებული ფირფიტის შესახებ თავად მოკლულისგან მოისმინა.შ. რ.-ს მამის ჩვენებით კი გაირკვა, რომ მისი შვილის ოპერაციის დროს გამოყენებული სამედიცინო მეტალი სულ 400 ლარად ფასობდა.

სასამართლომ განსასჯელ შ.ლ.-ს მსჯავრი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვისაც დასდო. უვადო თავისუფლების აღკვეთა კი ანგარებით ჩადენილი მკვლელობისათვის მიესაჯა.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია