Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

08-04-2011

2011 წლის 8 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნოდარ გიორგაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ნოდარ გიორგაძეს ბრალი ედებოდა ბაღდათის რაიონში მცხოვრები ზ.ლ-ს საკარმიდამო ნაკვეთის მავთულბადის ღობისა და რამდენიმე ძირის ვაზის ნარგავების განზრახ დაზიანებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმის გარემოებების შესწავლისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლომ გაარკვია, რომ ნოდარ გიორგაძემ სახლის მახლობლად გაჭრა წყლის არხი, რასაც შესაძლებელია გამოეწვია მეზობლის ზ.ლ-ის ღობის და ვაზის ნერგების დაზიანება, ხოლო ნოდარ გიორგაძის ქმედებაში რაიმე განზრახვა რომ მეზობლისთვის მიეყენებინა ზიანი არ დადასტურდა. აღნიშნულის გათვალისწინებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ნოდარ გიორგაძე უდანაშაულოდ ცნო.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია