Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.

11-09-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ,  გ. ლ-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება გ. ლ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღადგინა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე; მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე გ. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებით არყოფნის გამო განაცდურის - ხელფასის ანაზღაურება; 

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარის კანონიერი ინტერესი იყოს დასაქმებული; ამასთან, დადგენილია, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ  ნორმებს, ანუ სახეზეა მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო აქტის (უკანონოდ) ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 

 

გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  მხარეთათვის  დასაბუთებული გადაწყვეტილების  გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო  საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ.  №6).

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია