Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

nafic msajulTa sasamarTlo

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

 

 

 

ტექსტის აუდიო ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ტექსტის ბოლოს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

 

ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მოვალეობების შესახებ 

 

  • · თქვენ, როგორც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, რომელიც შერჩეულ იქენით ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, ვალდებული ხართ შეავსოთ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებისთვის განკუთვნილი კითხვარი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გამოცხადდეთ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს (მის.: . რუსთავი, ბოსტან - ქალაქის ქუჩა №6); 

 

  • · სასამართლოში გამოცხადებისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. რეგისტრაციის პარალელურად გადმოგეცემათ სამკერდე ნიშანი (ბეჯი). სხდომის დარბაზში ადგილი უნდა დაიკავოთ სამკერდე ნიშნის ნომრის მიხედვით, ამასთან სხდომის დასრულებამდე სამკერდე ნიშანი (ბეჯი) არ უნდა მოიხსნათ;

 

  • · ნაფიც მსაჯულად შერჩევის შემთხვევაში, მოვალეობების შესრულება მოგიწევთ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში;

 

  • · ნაფიც მსაჯულთა მოვალეობების შესრულებისას თქვენ მოსამართლისგან მიიღებთ დაწვრილებით განმარტებას, თუ რომელი კანონი უნდა გამოიყენოთ თქვენი მოვალეობების შესრულებისას. საქმის არსბითი განხილვის მიმდინარეობისას მიიღებთ ინფორმაციას საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების თაობაზე;

 

  • · ნაფიც მსაჯულთა მოვალეობების შესრულებისას უფლება გაქვთ გააკეთოთ ჩანაწერები, ხოლო სათათბირო ოთახში გასვლამდე გადმოგეცმათ ასევე სასამართლო სხდომის ოქმები;

 

მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაფიცი მსაჯული

 

  • · თქვენ უნდა იყოთ 18 წელს გადაცილებული პირი;

 

  • · უნდა იცოდეთ ქართული ენა;

 

  • · ცხოვრობდეთ აღმოსავლეთ საქართველოში;

 

  • · არ უნდა გქონდეთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის თქვენ მიერ ნაფიცი მსაჯულობის მოვალეობის შესრულებას.

 

უსაფრთხოების შემოწმება

 

დაუშვებელია სასამართლოში შეუფერებელ ფორმაში (მაგალითად: გამომწვევი, მოკლე შარვალი ან კაბა; სპორტული ან მსგავსი ჩაცმულობა, მაისური რაიმე პროდუქტის რეკლამის გამოსახულებით; მაისური, რომელიც შეიცავს უხამს ან საკამათო შინაარსს; სამუშაო ადგილის უნიფორმა) ან შეუფერებელ მდგომარეობაში (მაგალითად, არაფხიზელ მდგომარეობაში) გამოცხადება.  

 

ნაფიც მსაჯულთა და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა მოვალეობების შესრულებისას უნდა იმოსებოდეთ ისე, რომ გამოხატოთ პატივისცემა სასამართლოს მიმართ. 

 

სასამართლოში გამოცხადებისას დაუშვებელია იქონიოთ: 

 

  • · ცეცხლსასროლი, გაზის, პნევმატური და ამ კატეგორიის იარაღის ფორმას მიმსგავსებული სანთებელა ან სათამაშო ნივთები;

 

  • · ზომის მიუხედავად მჩხვლეტავი, მჭრელი საგნები, მაგალითად: დანა, ხერხი, ქლიბი, მაკრატელი, მკვნეტარა, სახრახნისი, შპრიცი და სხვა, რომლითაც შესაძლოა გადაჭრილი იქნეს ხელბორკილი ან ელექტრო სადენები, ასევე გამოყენებული იქნას ადამიანის სხეულის დაზიანების, თვითდაზიანების ან კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის;

 

  • · საბრძოლო და ფეთქებადი საშუალებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც დაშვებულია გაყიდვაში სპეციალური ნებართვით ან მის გარეშე, თუნდაც საზეიმო-გასართობი საშუალების სახით;

 

  • · ალკოჰოლური, სპირტიანი და აალებადი ნივთიერებები, მაღალი წნევის ქვეშ მყოფი, მოზრდილი ზომის დეზოდორანტები, შეფუთვისა და სამოქალაქო მოხმარებაში დანიშნულების მიუხედავად, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს მაღალი წნევით ცეცხლის გასაფრქვევად;

 

  • · ხელკეტი, ხელჯოხი და ყავარჯენი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომსვლელ პირს ხელჯოხი ან ყავარჯენი ესაჭიროება გადასაადგილებლად;

 

  • · ლითონის, მინისა და პოლიეთილენის ქილები და ბოთლები, მათში განთავსებული სითხისა, ან ფხვნილის მიუხედავად, გარდა სასმელი, მათ შორის მინერალური წყლისა.

 

რეგისტრაციის შეუფერხებლად გავლის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ ნუ იქონიებთ აკრძალულ ნივთებს.

 

ნაფიც მსაჯულთა (ნაფიცი მსაჯულობის ჯანდიდატთა) მომსახურების ხარჯები

 

  • · ნაფიცი მსაჯულობის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მოვალეობების შესრულებისას, თქვენ უფლება გაქვთ დროულად მიიღოთ დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული მოვალეობების შესრულებასთან;

 

  • · თქვენ აგინაზღაურდებათ დღიური, კვების ხარჯი 15 ლარის ოდენობით;

 

  • · იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრობთ რუსთავში, მგზავრობის ხარჯი აგინაზღაურდებათ 5 ლარის ოდენობით;

 

  • · იმ შემთხვევაში თუ თქვენ ცხოვრობთ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში (გარდაბნის, ბოლნისის, თეთრიწყაროს რაიონში) ასევე თბილისის ან მცხეთის მუნიციპალიტეტში, მგზავრობის ხარჯი აგინაზღაურდებათ 15 ლარის ოდენობით;

 

 

  • · იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრობთ აღმოსავლეთ საქართველოში, გარდა ზემოთ მითითებული ტერიტორიებისა, მგზავრობის ხარჯი აგინაზრაურდებათ 30 ლარის ოდენობით;

 

 

  • · იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოვალეობების შესრულებისას მოგიწევთ მგზავრობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან, მგზავრობის ხარჯი აგინაზღაურდებათ 60 ლარის ოდენობით;

 

 

  • · საცხოვრებელი ფართით სარგებლობის აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ აგინაზღაურდებათ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი 60 ლარის ოდენობით.

 

 

ნაფიცი მსაჯულობის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მოვალეობების შესრულებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით (ზემოთ მითითებული ოდენობების ფარგლებში) სასამართლოში გამოცხადებისას უნდა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელსაც გადასცემთ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტს ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში - სერგო ლორთქიფანიძეს. 

 

სასამართლოში ხელმისაწვდომია 

 

  • · სასამართლოში ყოფნისას ხელმისაწვდომია ყავა, ჩაი, ცხელი და ცივი წყალი;

 

  • · სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, შესვენების დროს, ნაფიცი მსაჯულისთვის, სასადილო ოთახში ხელმისაწვდომია უფასოდ ყავა, ჩაი, ცხელი და ცივი წყალი, სენდვიჩის აპარატი, ე.წ. ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელი და მაცივარი;

 

  • · სასამართლოში გამოცხადებისას შეგიძლიათ იქონიოთ საკვები. სასადილო ოთახში შეგიძლია ისარგებლოთ მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით და სენდვიჩის აპარატით;

 

  • · ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახი აღჭურვილია პროექტორით, მონიტორით და პორტატული კომპიუტერით ე.წ. „ნოუთბუქით“;

 

  • · ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაზე, როგორც მოწმეთა დაკითხვისას, ასევე სათათბირო ოთახში ცალკეული გარემოებების და მოქმედებების დემონსტრირების მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხელმისაწვდომია სადემონსტრაციოდ გამოსაყენებელი ნიმუშები, როგორიც არის: ავტომატი, პისტოლეტი, თოფი, რევოლვერი, დანა, ე.წ. ჯიბის დანა, ხელყუმბარა, ნაჯახი, ხელკეტი.

 

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში ნაფიცი მსაჯულის სტატუსით

 

თქვენ ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებთ სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ ხართ:

 

ა) სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) პროკურორი;

გ) გამომძიებელი;

დ) პოლიციელი;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;

ვ) ადვოკატი;

ზ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;

თ) სასულიერო პირი;

ი) ბრალდებული;

კ) ნასამართლევი;

ლ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინსიტრაციული სახდელი დაგედოთ, და ამ ადმინსიტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;

მ) საქმეში მონაწილეობთ ან მონაწილეობდით, როგორც დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;

ნ) იმავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თქვენს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე;

ო) ხართ ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;

პ) იყავით მედიატორი საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

 

თქვენ უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ ნაფიცი მსაჯულობის მოვალეობის შესრულებაზე, თუ:

 

  • · უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყავით ნაფიცი მსაჯული;

 

 

  • · თუ ასრულებთ ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და თქვენი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს;

 

  • · ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

 

  • · თუ ხანგრძლივად იმყოფები ან მიემგზავრებით საქართველოს ფარგლების გარეთ;

 

  • · თუ ხართ 70 წელს გადაცილები.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ აღნიშნულის თაობაზე რუთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტის საორგანიზაციო საკითხებში - სერგო ლორთქიფანიძეს (ტელ.: 591200222), ასევე გამოაგზავნოთ შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

არ წარმოადგინოთ მცდარი ინფორმაცია. წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ამოწმებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილი მოხელე.

 

ნაფიც მსაჯულს და სათადარიგო მსაჯულს ეკრძალება 

 

  • · სხდომის მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოთ სასამართლო სხდომის დარბაზი;

 

  • · დაუშვებელია ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;

 

  • · დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით ურთიერთობა გქონდეთ სხვა პირებთან, გარდა მოსამართლისა;

 

  • · საქმის თაობაზე არავისთან იქონიოთ კომუნიკაცია facebook-ით, twitter-ით, instagram-ით ან ნებისმიერი ონლაინ კომუნიკაციის სერვისებით;

 

 

  • · დაუშვებელია საქმესთან დაკავშირებით მოიძიოთ ინფორმაცია სხდომის ფარგლებს გარეთ, მაგალითად ინტერნეტში, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც შეეხება ადვოკატს, ბრალდებულს, პროკურორს, მოსამართლეს;

 

  • · ინტერნეტის ან სოციალური მედიის უნებართვო გამოყენებისას დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მოსამართლეს ან სპეციალისტის საორგანიზაციო საკითხებში - სერგო ლორთქიფანიძეს.

 

მოქალაქეები, რომლებიც შერჩეულნი არიან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად ან ნაფიც მსაჯულად არ არის გამორიცხული მიიღონ ცრუ მითითება, თუ როგორ შეიძლება აირიდონ თავი მოვალეობის შესრულებისგან ან/და სასამართლოში გამოცხადებისგან. არ მიიღოთ მსგავსი ხასიათის მითითებები გარეშე პირებისგან.

 

გაითვალისწინეთ მხოლოდ მოსამართლის და სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მითითებები.

 

განგიმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატიო მიზეზის გარეშე განსაზღვრულ დროს არ გამოცხადდებით სასამართლოში, ასევე არ შეასრულებთ ან/და არაჯეროვნად შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს, მოსამართლე მიიღებს განკარგულებას, რომლითაც დაგაკისრებთ ჯარიმას 500 ლარიდან - 1500 ლარამდე ოდენობით.

 

განკარგულება უნდა იყოს მხოლოდ წერილობით სახის, რომელსაც ხელს აწერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე.

 

დაჯარიმების შესახებ განკარგულება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ერთჯერადად, წერილობით, თქვენთვის ამ განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში.

 

საჩივარი უნდა შეიტანოთ საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან (რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - მამია ფხაკაძე), რომელიც განკარგულების შეტანიდან 24 საათში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას.

 

თქვენ შესაძლოა უარი გეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს თქვენი დაჯარიმების შესახებ განკარგულება ან დაკმაყოფილდეს საჩივარი და გაუქმდეს თქვენი დაჯარიმების შესახებ განკარგულება.

 

დაკისრებული ჯარიმა პირადად უნდა გადაიხადოთ საბანკო მომსახურებით სარგებლობის გზით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამის ანგარიშზე.

 

 

თუ გსურთ გადაამოწმოთ ნამდვილად ხართ თუ არა დაბარებული ნაფიც მსაჯულად ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დაუკავშირდით სპეციალისტს ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაცო საკითხებში - სერგო ლორთქიფანიძეს, ტელ.: 591 20 02 22 ან 15-45 2013 ნებისმიერი ქსელიდან და ქალაქიდან.

 

დამატებითი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე, ჩანართ „ნაფიცები“ ხელის დაჭერით და შესაბამისი თემატური ველის არჩევის გზით.

 

 

აუდიო ვერსიის მოსმენა

 

 

 

 

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია