Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა

11-09-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის ი/მ ,,გ.დ.-ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა ი/მ ,,გ. დ.-ის ქონებას. 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ,,გ.დ.-ს“არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული აქტის შედგენაში და შესაბამისად მისთვის არ იყო ცნობილი დაყადაღების აქტის შედგენის თაობაზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და ჩათვალა, რომ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა მოვალის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილიყო. პალატამ, ასევე, მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ, ვერ იქნა გაბათილებული შუამდგომლობის უსაფუძვლობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, შესაბამისად მიაჩნია, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, ი/მ „გ. დ.-“ის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების  საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილიბულიყო, შესაბამისად უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანება.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია