რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო მოსარჩელე მ.თ.-ს სარჩელი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების ბათილად ცნობის, მ. თ.-ს სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; მოსარჩელე ასევე ითხოვდა დაუყონებლივ აღდგენილიყო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე;
ამასთან, ითხოვა მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურების დაკისრებას, სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება მ. თ.-ის აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, მ.თ. აღდგენილ იქნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხე - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან -ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
|