Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი მ.ქ. მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალმდარმრღვევად

18-09-2017
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი მ.ქ. მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალმდარმრღვევად

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმე მოქალაქე  მ.ქ.-ს მიმართ ადმინისტრაციულ სამართალადღვევათა კოდექსის 17312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და მოქალაქე მ.ქ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

მოქალაქე მ.ქ.-ს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიხატა შემდეგში: მოქალაქე მ.ქ. სპეციალური ელექტრონული პროგრამის მიერ, მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, შერჩეულ იქნა ნაფიც მსაჯულობის კანდიდატად და 2017 წლის 03 აგვისტოს 12:00 საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, დაბარებული იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ბ.ა.-ს მიმართ მიმდინარე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე. მოქალაქე მ. ქ. საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სასამართლოში. აღნიშნული ქმედებით მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა სასამართლოში განსაზღვრულ დროს, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე).

რუსთავის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი სამართალდარღვევა. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ ფორმას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება კი არ ახდენს მართლმსაჯულების ფუნქციის დელეგირებას სახელმწიფოზე, არამედ თავად იღებს პასუხისმგებლობას და წყვეტს პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ეს უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირდაპირ ჩართულობას პროცესში და ზრდის მათ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. ნაფიცი მსაჯულობა არის საპასუხისმგებლო და ამასთან საამაყო მოქალაქეობრივი ვალდებულება.

ნაფიცი მსაჯულის შესახებ ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს წერდა: „მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ გაწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული.“  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია