Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს CEPEJ-ს შეფასების მისია ეწვია

25-09-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლოს CEPEJ-ს შეფასების მისია ეწვია

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ეწვია მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისია,  კომისიის პრეზიდენტის გეორგ სტავას ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი რამინ გურბანოვი, სასამართლო სისტემის შეფასების სამუშაო ჯგუფის (CEPEJ-EVAL) ხელმძღვანელი ჟან პოლ ჟანი, „CEPEJ“-ს სამდივნოს თანამშრომლები, სტატისტიკის სპეციალისტი ლიდია ნაუმოვსკა და სასამართლო სისტემაში დროის მენეჯმენტის სპეციალური მრჩეველი იანიკ მენცერი.

ევროპელი სტუმრები მიიღო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ.

სასამართლოს თავმჯდომარემ  სტუმრებს გააცნო ბოლო პერიოდში რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების პროგრამის მუშაობის ძირითადი პრინციპები.

დელეგაციის ვიზიტი უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში მონაცემების შეგროვების სანდოობის გაზრდას და ხელს შეუწყობს მონაცემების შეგროვების ეფექტური შიდა მექანიზმების დანერგვას წევრ ქვეყნებში. ასევე, მსგავსი შეხვედრები მონაწილე ქვეყნებში იძლევა შესაძლებლობას, რომ  „CEPEJ“-ს ანგარიშების წარმოების საუკეთესო პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ წევრი ქვეყნების საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლებს. 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია