Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულები გაამართლა

02-10-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულები გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულების ვ. ლ, ლ. შ და ზ. ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს  სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით (გამოძალვა) და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული  განაჩენის შეუსრულებლობა)

სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულები ვ. ლ, ლ. შ და ზ. ს უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

საქმის მასალების თანახმად 2016 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით 03:00 საათზე ზ.ს-მა, ლ. შ-თან და ვ. ლ-სთან ერთად შეხვედრა დაუთქვეს  რ. ი-ს ქ. რუსთავში, ე.წ. ინტერნატების დასახლებაში მდებარე  საცხოვრებელ სახლში, სადაც  ამ უკანასკნელის მისვლის შემდეგ, ქურდული გარჩევების დროს მას  სიცოცხლის მოსპობის მუქარით, იძულებით მოსთხოვეს       რ. ი-ის კუთვნილი ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული 50 000 ლარად ღირებული 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ზ. ს-ის სახელზე გაფორმება, იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი იყო ე.წ.  კანონიერი ქურდის მიერ. 

2016 წლის 22 დეკემბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა კვლავ მოსთხოვეს შეხვედრა რ. ი-ს იმავე ადგილას. რ. ი-თან შეხვედრის შემდეგ მათ კვლავ იძულებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს მას  მითითებული მიწის ნაკვეთის ზ. ს-თვის გადაფორმება, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ქ. რუსთავში მდებარე საჯარო რეესტრში, რ. ი-ის კუთვნილი, ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 50 000 ლარად ღირებული 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ზ. ს-ის სახელზე გადაფორმების გზით.  

აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია,  რომ  ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების ვ. ლ-ს, ლ. შ-ს და ზ.ს-ს ბრალეულობას აღნიშნულ ბრალდებაში.  

ხოლო დარჩენილ ბრალდებაში სასამართლომ  ბრადებულები  ვ. ლ-ს და ლ. შ-ს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით ხოლო ზ. ს-ს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით  და  საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით,  ცნო დამნაშავედ  და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვ. ლ-ს და ზ.ს-ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო ლ. შ-ს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია