რუსთავის საქალაქო სასამართლოში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა. უკვე, მეორე წელია „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან“ ერთად, სასამართლოს აპარატის მოხელეები და მოსამართლეები მონაწილეობენ საქველმოქმედო კამპანიაში სისხლის საჭირო მარაგის შესაქმნელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის სისხლის უანგარო დონაციის აქციის ყველა მონაწილეს. |