Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

10-11-2017
სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის ს.თ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.  

სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია