Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობაზე გადაუკვალიფიცირა

14-11-2017
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობაზე  გადაუკვალიფიცირა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბ.ა.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართვლოს სსკ-ის 108-ე მუხლით გადააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მცდელობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართვლოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

საქმის მასალების მიხედვით 2017 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ.ა-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის ყელის არეში დარტყმით განზრახ მოკლა ჩ. ო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება საფუძველს არ იძლევა უტყუარად და დასაბუთებულად ყოფილიყო მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ბ.ამ ჩაიდინა ჩ.ოს განზრახ მკვლელობა და ბრალდებულის ქმედება სსკ-ს 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლზე. 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია