რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ლ.ქ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ.ქ.-ს მიერ ადგილი ჰქონდა, როგორც მეუღლის ი.ვ.-ს მიმართ სისტემატიურ ფსიქილოგიურ და ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რაც დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
|