Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

29-11-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსასჯელი დ.კ. უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”  და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

დ.კ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ დანაშაულებრივად დაუკავშირდა რ.ბ-ს, ი.ჯ-ს და ძიებით დაუდგენელ ორ პირს, რომლებთან ერთადაც წინასწარი შეთანხმებით თავს დაესხა ქ. რუსთავში მცხოვრებ მ.ი.-ს, ლ.პ-ს და ე.ი-ს, რა დროსაც მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ბინიდან გაიტაცეს სხვადასხვა სახის ძვირფასი და პირადი ნივთები.

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა დ.კ.-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია