მიმდინარე წლის 06 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, თურქმენეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ანარემედ რეჯეპოვის და ტუვაკნაზარ სოპიევის ხელმძღვანელობით, თუქმენეთის დელეგაცია ეწვია.
ვიზიტორები მიიღო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ და სასამართლოს მენეჯერმა გურამ კორკოტაშვილმა.
სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 01 ივლისიდან ამოქმედებული, საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების პროგრამის მუშაობის ძირითადი პრინციპები. |