რუსთავის საქალაქო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნინო ჯანგიძის გარდაცვალების გამო.
2017 წლის 19 დეკემბერი უმძიმესი დღეა თითოეული თანამშრომლისათვის, მისი ტრაგიკული გარდაცვალებით სასამართლოს დააკლდა კეთილსინდისიერი, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული, ყველასთვის საყვარელი და ერთგული მეგობარი. ნინო სარგებლობდა თითოეული თანამშრომლის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით.
ძალიან გვტკივა უშენობა ნინო, გარშემო თითქოს წყვდიადმა დაისადგურა, ყველა დაამუნჯა ამ საზარელმა ტრაგედიამ, წინასაახალწლო განწყობა შენი მოულოდნელი დაკარგვით გამოწვეულმა გლოვამ შეცვალა. გულრწფელი, თბილი, მებრძოლი, სიცოცხლითა და ოცნებებით სავსე და სიცოცხლეზე საოცრად შეყვარებული ძალიან დაგვაკლდი, გვენატრები უზომოდ. ჩვენს გულებში მუდამ დარჩება მომღიმარი "ჯანგო". |