Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ოჯახური ძალადობის დანაშაულში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

25-12-2017
ოჯახური ძალადობის  დანაშაულში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული  ა.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1261-ე მუხლის პირველი ნაწილით  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც ჩაუთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ა.გ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ  ჩაიდინა  ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლომ შეაფასა  ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა  ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა,რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117,118 და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

შესაბამისად სასამართლომ ა.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ იყო ნასამართლევი, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნდა, ჩადენილი იყო  ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია