რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ასევე (სამი) წლით ჩამოართვა საქმიანობის (ა/მანქანის მართვის) უფლება.
დ.ს-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
|