Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

07-02-2018
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული თ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით   წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ასევე 3 (სამი) წლით ჩამოართვა საქმიანობის (ა/მანქანის მართვის) უფლება. 

თ.მ. დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში.

თ.მ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ  ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანის სიცოცხლის მოსპობა.

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა  ჩაიდინა  ბრალად წარდგენილი ქმედება.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია