რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დ.გ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
დ.გ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება.
შესაბამისად სასამართლომ დ.გ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ იყო ნასამართლევი, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას, ჩადენილი იყო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასჯელის მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. |