Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საექიმო საქმიანობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ორი პირის მიმართ განაჩენი გამოიტანა

12-02-2018
რუსთავის საქალაქო სასამართლომ საექიმო საქმიანობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ორი პირის მიმართ განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გ.ბ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ბრალდებული ხ. ბ. გაამართლა.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ბრალდებულებს - ხ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალი ედებოდათ მასში, რომ არსებული კარდიოლოგიური პათოლოგიის შეუსაბამოდ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ჩაიდინეს პაციენტის გ.ნ.-ს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ გ.ბ.-ს მიმართ საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ჩაიდინა  ბრალად წარდგენილი ქმედება, ამასთან სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულ ხ.ბ.-ს დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია