Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა

12-02-2018
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულ გ.ძ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ საპატიმრო გირაო განუსაზღვრა.

ბრალდებულ გ.ძ.-ს ბრალი ედება მასში, რომ  ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ:  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია  (5 ეპიზოდი)

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 30 მარტს, 12:00 საათზე. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია