Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობს ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

19-02-2018
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობს ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ს.ზ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს.ზ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა  ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. ს.ზ.-მ ძაღლს ხის ჯოხით, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი, მიაყენა ერთი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის და მუცლის ღრუში, რასაც მოჰყვა ცხოველის დაღუპვა. 

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ ს.ზ.-ის მიმართ საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ს.ზ.-მ ჩაიდინა  ბრალად წარდგენილი ქმედება.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია