Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

10-03-2018
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით   თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ზ.თ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ  ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა გამოძიებით დაუდგენელი ტიპის იარაღით შეირაღებული ზ.თ, რომელიც იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის  გამოყენებით, კერძოდ ,,ტვინის გასხმის’’ მუქარით  თავს დაესხა  ორგანიზაციაში მყოფ ნ.რ-ს და ლ.ი-ს  და მათგან მოითხოვა ორგანიზაციის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის მისთვის გადაცემა. ზ.თ-ს ქმედებით ორგანიზაციას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. 

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა  ჩაიდინა  ბრალად წარდგენილი ქმედება.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია