რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ემსახურება პროფესიული განათლების ხელშეწყობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდნის ამაღლებას და პროფესიონალური კადრების მოზიდვას. |