რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ ჯორჯიის შტატის კობის ოლქის სასამართლოს ადმინისტრატორ ტომას ჩარონს რუსთავის საქალაქო სასამართლოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მუშაობის პრინციპები რუსთავის სასამართლოში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საკითხებზე მსჯელობისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოში არსებულმა ნაფიც მსაჯულთა დარბაზმა და განსხვავებული წყობის მცირე დარბაზებმა, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა სტუმარმა. |